შეერთებულ შტატებში ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბარაქ ობამამ თეთრ სახლში მიიღო. აუდიენცია ოვალურ დარბაზში დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. ჟურნალისტებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ობამამ განაცხადა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების წინაშე ერთობლივი მუშაობაა საჭირო.დონალდ ტრაპმა კი იმედი გამოთქვა, რომ ბარაქობა მასთან კონსულტაციების ფორმატში მუშაობას გააგრძელებს.