ბოლივიაში ლერწმისგან ნავს ამზადებენ, რომლითაც 2017 წელს მოგზაურთა გუნდი წყნარი ოკეანის გადაცურვას აპირებს. მათი განმარტებით, ნავი ზუსტად იგივე ტექნოლოგიით მზადდება, როგორითაც ძველი ინდიელების ტომი აიმარი სარგებლობდა. მარშრუტის ხანგრძლივობა ექვს თვეზეა გათვლილი. სტარტს ნაოსნები თებერვალში აიღებენ.