უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი.პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი ასევე პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდანაც მოხსნა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქის გუბერნატორის უფლებამოსილებას დროებით მიხეილ სააკაშვილის მოადგილე სოლომია ბობროვსკაია შეასრულებს.