საფრანგეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და უახლოეს მომავალში მასთან შეხვედრი სსურვილი გამოთქვა. განცხადებები გაკეთდა ბერლინშიც. ანგელა მერკელმა ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს საერთო ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ქვეყნის ეკონომიკური, სამხედრო და კულტურული პოტენციალის გათვალისიწნებით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზეც იღებს პასუხისმგებლობას. მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა მიენიჭება დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას, მისი ეთნიკური წარმომავლობის, რელოგიური განსხვავების, სექსუალური ორიენტაციისა და პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად.