ამერიკის 45-ე პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.
„ახლახანს ჰილარი კლინტონმა დამირეკა და არჩევნებში გამარჯვება მომილოცა. მე კი ვუთხარი მას, რომ ამ არცთუისე ადვილი საარჩევნო კაპანიისას ძალიან დიდი სამუშაო გასწია და ბოლომდე იბრძოლა, რაც ძალიან დასაფასებელია. ახლა უკვე დროა დაპირისპირებას ბოლო მოვუღოთ და ყველამ ერთად, დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც ქვეყანაზე ვიზრუნოთ. პირობას გაძლევთ, რომ ყველას პრეზიდენტი ვიქნები. ჩვენ უდიდესი პოტენციალი გვაქვს, რომელიც რეალიზებული უნდა იყოს. თითოეულ ამერიკელს უნდა მიეცეს ამის საშუალება. ჩვენ უნდა დავიწყოთ გზების, ხიდებისა და ქალაქების აღორძინება, უნდა შევქმნათ მილიონობით სამუშაო ადგილი. უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან. ჩვენ უნდა ვეძებოოთ პარტნიორები და არა კონფლიქტები. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგას, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს გუნდს და თითოეულ მხარდამჭერს თანადგომისთვის,“-განაცხადა ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას.