"ოპოზიცია უკვე დიდი ხანია წაგებულ თამაშს თამაშობს", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას განუცხადა.
"მე არა თუ ველოდი დარწმუნებული ვიყავი, რომ არჩევნები ასე მშვიდად ჩაივლიდა. ოპოზიცია უკვე დიდი ხანია წაგებულ თამაშს თამაშობს. მოედანზე წასაგებად გამოდიან, მე ვგულისხმობ იმას, რაც მათ წინასაარჩევნოდ და არჩევნების დროს გააკეთეს", - აღნიშნა ღლონტმა.
ამასთან, "მაესტროს" ხელმძღვანელის შეფასებით, არჩევნების დღეს ობიექტურად ორმა ტელევიზიამ - "მაესტრომ" და "კავკასიამ" იმუშავა, ასევე "პირველი არხიც" დაბალანსებული იყო, ხოლო "რუსთავი 2"-ს "ტრადიცია არ დაურღვევია".
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს თვითმართველობის და თბილისის მერის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, როგორც საქართველოს ასევე თბილისში მასშტაბით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ლიდერობს.