იაპონიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნაოტო კანი ქვეყნის პრლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ნაოტო კანი პრემიერად მას შემდეგ დაამტკიცეს, რაც იაპონიის მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ იგი თავის ლიდერად დაასახელა. ყოფილი ფინანსთა მინისტრი სამი წლის განმავლობაში, იაპონიის მეხუთე პრემიერი გახდა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის წინა პრემიერ-მინისტრი ჰატოიამა კვირაში გადადგა. მიზეზად კი ამერიკელებთან სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით ჩაშლილი მოლაპარაკებები დაასახელა.
როგორც ცნობილია, კუნძულ ოკინავაზე ამერიკული სამხედრო ბაზა მდებარეობს, დემოკრატიული პარტია კი ქვეყნის სათავეში სწორედ ამ ბაზის გადატანის დაპირებით მოვიდა.
აღასნიშნავია, რომ აღნიშნულ ბაზასთან დაკავშირებით იაპონიის ახალ პრემიერს არაფერი განუცხადებია.