თურქეთში Twitter-თან, Facebook-სა და WhatsApp-თან წვდომა შეიზღუდა. სოციალური ქსელები მას შემდეგ დაიბლოკა, რაც თურქეთში პროქურთული, „ხალხთა დემოკრატიული პარტიის“ ორი თანათავმჯდომარე და 11 დეპუტატი დააკავეს. ოპოზიციის ლიდერების დაკავებიდან რამდენიმე საათში ეთნიკური ქურთებით დასახლებულ დიარბაქირში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა.