12 ივნისს საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საარჩევნო უბანზე შესაძლოა განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდეს. ეს ეხება იმ უბნებს რომლის შედეგებიც ცესკომ უკვე გააუქმა.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით კი ექვსი ასეთი უბანია, თუმცა არ არის გამორიცხული ცესკოს მიერ საჩივრების განხილვის შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდოს.
საარჩევნო დავების განხილვის დასრულების შემდეგ ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს. ამის შემდეგ კი 30 დღის განმავლობაში ახლადარჩეული საკრებულოები პირველ სხდომას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შედეგები გაუქმდა 5 უბანში. ეს უბნებია:
№27 მცხეთის №24 უბანი-კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დარღვევა-,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" საჩივარი;
№15 ლაგოდეხის №21 უბანი -კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დარღვევა და ხმების დათვლის პროცედურის დარღვევა- დაკმაყოფილებულია 6 საჩივარი,;
№47 მესტიის №13 უბანი - საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის არ არსებობის საფუძველზე;
№11 საგარეჯოს №46 და №47 - ბათილად იქნა ცნობილი.
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1,740,652 (ამომრჩეველთა 49%-ი) ამომრჩეველმა.