მორიგი სპეცოპერაცია დაღესტანში. სამართალდამცავებმა ხასავიურტის რაიონში ამხოხებულტა დაჯგუფება მოიქციეს ალყაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამბოხებულებმა პოლიციელებს მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად 4 ამბოხებული იქნა ლიკვიდირებული. დაღუპულთა შორის 25 წლის მუჰამედ მაჰმუდოვიცაა, რომელიც პოლიციელებზე თავდასხმისთვის იძებნებოდა.