ვენესუელის პრეზიდენტი ოპოზიციის ულტიმატუმს არ იღებს. ამის შესახებ სააგენტო ფრანს-პრესი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია მადუროსგან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას 11 ნოემბრამდე ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკების ჩაშლით იმუქრება. პასუხად მადურო აცხადებს, რომ ულტიმატუმის ენით საუბრის უფლებას არავის მისცემს. პოლიტიკური კრიზისი ვენესუელაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება დაბლოკა.