პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ინფორმაციის მოპოვებას "უპრეცენდენტო მეთოდებით" შეეცდება. ცაგარეიშვილის ტქმით, დეპუტატი პრეზიდენტისადამტავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის სტატისტიკით დაინტერესდა, თუმცა სათანადო უწყებებიდან ინფორმაცია ვერ მიიღო.
ცაგარეიშვილმა ბრიფინგი, დღეს, "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელთან ლევან ჩიკვაიძესთან ერთად გამართა და აღნიშნა, რომ იგი "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად თვეზე მეტია ცდილობს ოფიციალური უწყებიდან ინფორმაცია მიიღოს. როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, ეს ინფორმაცია არის საჯარო და ოფიციალურ უწყებებს კანონით ევალებათ მოთხოვნისამებრ ეს ინფორმაცია დაუყონებლივ გასცენ,
ცაგარეიშვილმა სათანადო წერილებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მთავრობის კანცელარიას და ფინანსთა სამინისტროს უკვე მიმართა, თუმცა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების გასვლის მუხედავად, მას არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.
როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, "სახელმწიფო უწყებების მსგავსი დამოკიდებულება ადასტურებს ეჭვებს, რომ ამ ფონდებიდან, რომელის მოქალაქეების გადასახადებიდან ივსება, თანხები არამიზნობრივად იხარჯება".
დეპუტატი აცხადებს, რომ ის ამ საკითხს ხვალინდელ პლენარულ სხდომაზეც დააყენებს და პარალმენტის ხელმძღვანელობას მიმართავს, რომ საჯარო ინფორმაციის მიღებაში დახმარება გაუწიოს.