"რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტერორისტები 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას გეგმავენ", _ განაცხადა "ეფ-ეს-ბეს" ხელმძღავნელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა.
"იმისათვის რომ საზოგადოებაში შიში დათესონ და ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინონ, საერთაშორისო ტერორისტული სტრუქტურები ერთიანდებიან და ერთმანეთში თავიანთ სტარტეგიასა და ტაქტიკას ცვლიან", _ განაცხადა ბორტნიკოვმა. "და აი აქ არის აუცილებელი მსოფლიო საზოგადოების ძალების კონსოლიდაცია საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ", _აღნიშნა ეფ-ეს-ბეს ხელმძრვანელმა და განმარტა, რომ სწორედ "ალ-ქაიდას" რეალური მუქარა 2008 წელს დაკარის ავტორალის გაუქმების მიზეზი გახდა.