ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მტკიცებით, ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში გამყარდება.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომ ერთჯერად ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი. ეს ტრანზაქციები დასრულებულია და ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და როგორც არაერთხელ აღინიშნა, საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.