ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსის" საკუთრებაში არსებული, სს "თუჯი-XXI"-ს აქციების 83.3-პროცენტიანი წილისა და სს "ქართული ფოლადის" 100-პროცენტიანი წილის აუქციონი ჩაიშალა. აუქციონის ჩაშლის მიმზეზად კი დასახელდა ის, რომ აუქციონში მონაწილეობაზე არცერთი განაცხადი არ შესულა.
განმეორებითი აუქციონის წესით თანახმად კი, აღნიშნული ქონება უპირობოდ გადაეცემა კომპანიის ერთ-ერთ კრედიტორს. ერთ-ერთი კრედიტორი საგადასახადო ინსპექციაა და კომპანიას საგადასახადოს მიმართ, დაახლოებით, 380 ათასი ლარის დავალიანება აქვს. თუმცა არსებობს კიდევ მეორე კრედიტორი, რომელსაც შესაძლოა, ქონება გადაეცეს.