საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი კრწანისის სასწავლო ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს. როგრც იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხის გამოძიებაზე საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავებენ.
"ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ საკითხის დეტალების გამოძიებაზე", - განაცხადა ელჩმა.
კრწანისის სამხედრო-სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გარდაცვლილ პირს ამ დრომდე სასამარლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვილი ახლობლებმა ამოიცნეს. გაქცეულ ორ პირს კი სამხედრო პოლიცია ამ დრომდე ეძებს. სამი პირი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრას 23 ოქტომბერს, გამთენიას შეეცადა. ცეცხლი გუშაგმა მას შემდეგ გახსნა, რაც მის გაფრთხილებას არ დაემოჩილნენ.საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.