,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო რატიანის განცხადებით, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სამწუხაროა.
„ საზოგოადებამ იცის, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო მეორე ტურებში მონაწილების გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ის დამოიყენებდა ყველა მეთოდს, იქნებოდა დაშინება ძალადობა, მაგრამ ვაცნობიერებთ რომ არმომჩეველი უნდა დავიცვათ. გადაწყვეტილება რომელიც სანდრას უკავშირდება, ვფიქრობ სამწუხაროა და დამაზიანებელი. ზუგდიდი ის რეგიონია, რომელშიც ჩვენ გამარჯვების მაღალი ალბათობა გვაქვს“- აცხადებს რატიანი.
სანდრა რულოვსმა დღეს განაცხადა, რომ უარს ამბობს, მეორე ტურში მონაწილეობაზე, რადგან მან პირველ ტურშივე გაიმარჯვა. მისი თქმით, შეურაცხყოფად თვლის მეორე ტურში შესვლას.