”ნაციონალური მოძრაობის” წერვრი ნიკა მელია ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმას უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, გულსატკენია, რომ რულოვსი ბრძოლას გამოეთიშა.
"ჩემთვის, როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი წევრისთვის, ნამდვილად გულსატკენია რომ ქალბატონი სანდრა ასე უყურებს ამ პროცესს, რომ განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს. ეს ჩემთვის მიუღებელი გახლავთ. მე ახლა ვიმყოფები ზუგდიდში და ვაგრძელებ ბრძოლას მილიარდელ ივანიშვილის წინააღმდეგ, იმ უთანასწორო ბრძოლაში. რასაც ადგილი აქვს 2012 წლიდან და ბუნებრივია, ეს ბრძოლა 2016 წელსაც არ იქნებოდა ადვილი. ვიმყოფები ზუგდიდში, სადაც ჩვენი გუნდის წევრმა, პირველივე ტურში გაიმარჯვა. არ არის ლამაზი ჟესტი, რაც მან გააკეთა. მე ვაპირებ ბრძოლას , მანამ სანამ ივანიშვილი არის სადავეებთან. ჩვენ არ გვაქვს უფლება ბრძოლაზე ვთქვათ უარი" - განაცხადა ნიკა მელიამ.
სანდრა რულოვსმა დღეს განაცხადა, რომ უარს ამბობს, მეორე ტურში მონაწილეობაზე, რადგან მან პირველ ტურშივე გაიმარჯვა. მისი თქმით, შეურაცხყოფად თვლის მეორე ტურში შესვლას.