"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის არჩევა რეალურად ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას ნიშნავს. მისი თქმით, არსებობს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლების მცდელობის საშიში ტენდენცია.
რატიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიზანმიმართულმა ქმედებებმა თავისი შედეგი გამოიღო და ეს ინსტიტუტი ფაქტობრივად დაიქვემდებარა.
„თავაძის არჩევა ნიშნავს რეალურად ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო იყო ბარიერი, შემაფერხებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩაეგდო რუსთავი 2 ხელში და ეს პროცესი მიეყვანა ბოლომდე,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.