22 ოქტომბერს, თბილისში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონოფესტივალის "CineDoc Tbilisi“ ფარგლებში რეჟისორ იმამ ჰასანოვის დოკუნეტური ფილმის - „წმინდა ძროხა“ პრემიერა შედგება.
ფილმმა მსოფლიოში საუკეთესო კინოფესტივალებზე იმოგზაურა, მათ შორის, ამსტერდამში IDFA „First Appearance Competition“, ტორონტოში Hot Docs – “World Showcase“ და პრაღაში ფესტივალზე One World.
ფილმის მთავარი გმირი ტაპტიგი ფერმერია, რომელიც ოჯახთან ერთად აზერბაიჯანის ერთ-ერთ მთიან სოფელში ცხოვრობს. მან გადაწყვიტა იყიდოს ევროპული ჯიშის ძროხა, მაგრამ სოფლის ახსაკალებს და ტაპტიგის ოჯახის წევრებს არ სურთ სიახლეების გაგონება.
ყველაფრის მიუხედავად, ტაპრიგი მყარად მიდის თავისი ოცნების აღსრულებისკენ - ყიდულობს ევროპულ ძროხას, რომელსაც მადონას არქმევს .
„წმინდა ძროხა“ მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ცდილობს, დაიცვას ბალანსი ტრადიციასა და სიახლეებს შორის.
ფესტივალის შემდეგ ფილმის ჩვენება თბილისში "კავკასიურ სახლში" გაიმართება, შემდეგ კი - ქვემო ქართლში, კახეთსა და ბათუმში.
საქართველოში ჩამოსვლამდე ფილმმა აზერბაიჯანში იმოგზაურა: საჯარო ჩვენებები გაიმართა ბაქოში, სუმგაიტში, მინგეჩაურსა და განჯაში.