ჰონგ-კონგს ტაიფუნი „ჰაიმა“ მიუახლოვდა. ძლიერ წვიმას და ქარიშხალს თან წყალდიდობა დაერთო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰონკონგის მოსახლეობას სტიქიამ სატრანსპორტო კომუნიკაციის პრობლემა შეუქმნა. სინოპტიკოსების პროგნოზით, „ჰაიმა“ ხვალიდან ჩინეთის სამხრეთ პროვინციებისკენ გადაინაცვლებს.