ფილიპინების პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგა უცენზურო სიტყვებით კიდევ ერთხელ მოისხენია. როდრიგო დუტერტემ ჩინეთში ვიზიტისას ბარაკ ობამას „ძუკნის შვილი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისთვის შეერთებულ შტატებთან გამოთხოვების დრო დადგა. ფილიპინების პრეზიდენტის თქმით, იგი დაიღალა იმით, რომ დასავლეთი ფილიპინებს საგარეო პოლიტიკურ კურსს კარნახობს, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა კი მის ქვეყანას ნაკლებად წაადგა.