ხვალ, 3 ივნისს, 20:00, საათზე რესტორან "მეტეხის ჩრდილში" ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით "მოგზაურთა კლუბი" პარტნიორ კომპანია "ოდეონ ტურ" - თან ერთად აწყობს პრეზენტაციას - თურქეთი, ტუნისი, ეგვიპტე.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ვარშალომიძემ ”ჯი-ეიჩ-ენს” განუცხადა, ზაფხულის სეზონზე კლუბი ტურისტებს განახლებულ ტურებს შესთავაზებს.
გაიმართება "მოგზაურთა კლუბის" ახალი საიტის პრეზენტაციაც - www.daisvenet.ge