უდანაშაულოების ციხეში მძევლად დატოვების პოლიტიკური საჭიროება აღარაა, - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ყოფილამა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ კაბელების საქმეზე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.
“პოლიტიკური საჭიროება აღარ არის უდანაშაულო ადამიანების მძევლად ციხეში დატოვების. ვიმედოვნებ, რომ მიიღებს სასამართლო შესაბამის სამართლიან გადაწყვეტილებას ან პრეზიდენტი მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას, იმედი მაქვს. ამ ადამიანებს არანაირი შეხება ამ ფულთან და თანხებთან არ ჰქონიათ, ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, ეს ბევრ დასკვნაში, მათ შორის, დიდი ავტორიტეტის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნაში, მათ შორის სახალხო დამცველის დასკვნაშიც ასახულია. ამ ადამიანებს არ ჰქონდათ იმ დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა, რაც არის ინკრიმინირებული. ბოროტებაა, რომ დღეს ეს ადამიანები ციხეში არიან, უდანაშაულო ხალხი. ეს უდიდესი ბოროტება და ტრაგედიაა ”, - განაცხადა ალასანიამ.