ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა განცხადება, რომ კურსის ცვლილება გამოწვეული იყო ერთჯერადი ტრანზაქციებით.
„გაცვლითი კურსის ცვლილება გამოწვეული იყო ერთჯერადი ტრანზაქციებით. არაერთი განცხადება გაკეთდა, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას”, - განაცხადა მინისტრმა.