ოპოზიციის განცხადებებზე, იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის ბიუჯეტში არ არის ასახული ,,ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები, უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.
მმართევლი გუნდის წევრები ადასტურებენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში არ არის წინასაარჩევნო დანაპირები შეტანილი და ამ ყველაფერს საარჩევნო კოდექსს უკავშირებენ და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
„ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ 2017 წლის მესამე კვარტალიდან, ქვეყანაში ამოქმედდეს დაგროვების საპენსიო სისტემა. ამის საკანონმდებლო ბაზა უკვე მომზადებულია. იქნება პენსიების მატება, მაგრამ ეს იქნება, რა თქმა უნდა, ეტაპობრივი და თანმხვედრი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელთან,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო განხილვა უნდა გაიმართოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში. დეპუტატებმა შენიშვნებზე უნდა იმსჯელონ და პროექტი მთავრობას დაუბრუნონ ჩასასწორებლად.
2017 წლის ბიუჯეტი 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.