მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქვესადგურ "ღრმაღელეში" კომპანია `თელასის" მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით მიმდინარე წლის 3 და 4 ივნისს 10 საათიდან 17 საათამდე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. 3 ივნისს შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანის, ერწოს, ილურიძის, ღრმაღელეს, წიწამურის, ზედაზენის, კოკინაკის, ბეჟანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
4 ივნისს სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგია გაეთიშება გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, არალეთის, დაისის, ბეჟანიშვილის, წიწამურის, დაისის ქუჩების მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები