საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი კომპანია ბილაინი , უკაბელო ინტერნეტის მომხარებლებს ახალ აქციას სთავაზობს.
დღეიდან, ყველა აბონენტი ვინც შეიძენს ბილაინის მოდემს 49 ლარად, საჩუქრად მიიღებს 200 მბ ინტერნეტ- ტრაფიკს, რომლის გამოყენებაც ერთი თვის განმავლობაში შეუძლია.
აქცია გაგრძელდება 30 აგვისტოს ჩათვლით, მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
1 მბ ინტერნეტის ღირებულება 08.00 -23.59-მდე არის 0,05 ( ხუთი) თეთრი, ხოლო ღამით 12.00 დან- 07.59 მდე 1 მბ ინტერნეტის ღირებულება არის 0. 015 (ერთ ნახევარი) თეთრი.
ბილაინის უსადენო ინტერნეტის გამოყენება განსაკუთრებით მარტივია, SIM ბარათის მოდემში ჩადებისას, პროგრამა ავტომატურად გააქტიურდება, ხოლო მოდემში მუშაობის სიჩქარე, 236 კბ/წმ გაცილებით მეტია DIAL UP ინტერნეტის სიჩქარეზე, ინტერნეტის გადასახადის გადახდა ხდება მარტივად, მოდემის მენიუში გადახდის ბარათის შეყვანით.
" გადავწყვიტეთ, რომ უკაბელო ინტერნეტის მომხმარებლებისათვის, საზაფხულო საჩუქარი გაგვეკეთებინა. ვფიქრობთ, რომ ბილაინის აქცია ნამდვლიად გონივრული არჩევანია განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვინც ფასის და ხარისხის საუკეთესო თანხვედრას ეძებს. " განაცხადა ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ