იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში სტაჟირების წარმატებით გავლის შედეგად, საკადრო რეზერვში ჩარიცხულთაგან 117 სტაჟიორი დასაქმდა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტაჟირების სისტემის ამუშავებიდან დღემდე, სამოქალაქო რეესტრის სხვადასხვა ტერიტორიულ სამსახურსა და სტრუქტურულ ერთეულში 245 პირმა გაიარა სტაჟირება, აქედან 117 სტაჟიორი უკვე დასამებულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სისტემაში.
მიმდინარე წლის მაისის თვიდან სამოქალაქო რესტრში კიდევ 103 სტაჟიორმა დაიწყო საქმისწარმოების შესწავლა, რომლებიც სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სამოქალაქო რეესტრის სისტემაში დასაქმდებიან.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსები პერიოდულად 2007 წლიდან ტარდება. კონკურსანტები გამოცდებს სამ ეტაპად აბარებდნენ. სტაჟირების გავლის მსურველები ტესტირებას, კომპიუტერული უნარ-ჩვევების გამოცდას აბარებდნენ და მათ გასაუბრება უტარდებოდათ.
სტაჟიორები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში 6 თვის განმავლობაში საქმისწარმოების პროცესს და სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას ეცნობოდნენ.