საერთაშორისო პრინტ ფესტივალის „LIFE N STYLE-ის“ ფარგლებში, დღეს, 13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ქართველი მხატვრების მიერ შოლკოგრაფიის უნიკალური მეთოდით შექმნილი ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ხელით ბეჭდვა/შოლკოგრაფია- მსოფლიოში გავრცელებული ტექნოლოგიაა, რომელიც მხატვარს შესაძლებლობას აძლევს, ფირზე შექმნას ნამუშევარი და სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით მოახდინოს მისი ბეჭდვა და ტირაჟირება. ეს მეთოდი იმით არის უნიკალური, რომ ასე შექმნილი ყველა ანაბეჭდი ორიგინალია.
საქართველოში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა სპეციალური კოლექცია და ის გადატანილი იქნა ტექსტილსა და კერამიკაზე. დამზადდა ჩანთები, მაისურები, საკოლექციო ჭურჭელი, რომლებიც გამოფენის პარალელურად იქნება წარმოდგენილი და ნამუშევრებთან ერთად გაიყიდება.
მისამართი: თიბისი ბანკის სათავო ოფისი, მარჯანიშვილის #7, თიბისი გალერეა