თბილისის მერიის კულტურული ღონისიძებების ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ ახალ სპექტაკლს - „წითელქუდა“.
წარმოდგენა განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ თეატრში სიარული. ამ ეტაპზე თოჯინების თეატრი ეწვევა ორგანიზაციას „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, სადაც გავმართავთ პირველ საქველმოქმედო სპექტაკლს.
თოჯინების თეატრი - ესაა სამყრო, რომელიც ყოველი ბავშვისთვის უნდა იყოს ხელშესახები. ყოველ მათგანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ზღაპრებში იმოგზაუროს.
მუსიკის ავტორი - შალვა მაცხონაშვილი
ადგილი: ნუცუბიძის ფერდობი, მე–4 პლატო, ჰერმან გმაინერის #1; „ბავშვთა სოფელი“
თარიღი და დრო: 13 ოქტომბერი, 19:00 სთ.