დენ ბრაუნის მორიგი ბესტსელერის, „ინფერნოს“პრემიერა გერმანიაში გაიმართა. ფილმი მაყურებელს ჰოლივუდის ვარსკვლავმა ტომ ჰენკსმა ფილმში მონაწილე სხვა მსახიობებთან და რეჟისორ რონ ჰოვარდთან ერთად წარუდგინეს. „ინფერნო“ ბრაუნის დეტექტიური ჟანრის რომანების მესამე ეკრანიზაციაა, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, რობერტ ლენგდონის თავგადასავალზე გვიამბობს. მთავარ გმირს სურათში ოსკაროსანი ტომ ჰენკსი ასახიერებს.