,,ტაბულას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში ჩამოსვლაზე საუბარი არჩევნების წინ არ იყო მართებული. სოციალურ ქსელში გამართულ დისკუსიაში ის აცხადებს, რომ მხარდაჭერის აღდგენა საჭირო იყო მშვიდ გარემოში.
თამარ ჩერგოლეიშვილი: და სად არის მიშა? ჩამოვიდა? რა აყვირებდა ტრუხაზე თუ არ ჩამოდიოდა?
რატომ უნდა ვიგერიებდე მე ახლა ქოცების დაცინვებს მიშას ჩამოსვლაზე, როცა არც ეგ ჩამოსვლის მუქარები მომწონდა, მერჩივნა მოგვეგო, წყნარად ჩამოსულიყო, რომ პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინა და მხარდაჭერა აღედგინა (ეგეც მითია – ჩვენ მომხრეებშიც არ არის კონსენსუსი მიშას როლთან დაკავშირებით, არათუ მერყევებში – გაზომილია). მითუმეტეს ზუსტად ვიცოდი, რომ სანამ მისი დაჭერის 1 პროცენტიანი შანსი მაინც არსებობს, არ ჩამოვიდოდა. და ახლა მე ვიგერიებ დაცინვებს იმაზე, რომ “გადაგვაგდო”.
რატომ? გინდა კაცურად ახსენი, გინდა ქუჩურად, გინდა ქალურად, გინდა კოლეგიალურად … რამენაირად ახსენი!
ლაშა ბერულავა: ავხსენი ერთხელ, როგორც მესმის: ისეთივე რიტორიკა იყო “ჩამოვალ”, როგორიც, ვთქვათ, შენი და ჩემი “8 ოქტომბერს ბიძინა დასრულდება”. რით არაა ეს ახსნა?
თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა დასრულდება რას ნიშნავს, ბიძინას დასრულება ჩემზე არაა დამოკიდებული მხოლოდ, ამომრჩეველზეცაა. ჩემი ვალია რომ გამარჯვების რწმენა გავაღვივო, იმიტომ რომ ამომრჩევლის ნახევარი იმ პარტიას აძლევს ხმას, რომლის გამარჯვებისაც სჯერა. და ეს კარგად შევძელით.
მიშას ჩამოსვლა რაზეა დამოკიდებული? ბილეთის აღებაზე არა? თუ არ აპირებ გვირაბის გამოთხრას, რას გვატყუებ? მითმეტეს როცა გიხსნით, რომ ხელს გვიშლის გამარჯვებაში?
ჰოდა თუ ეგეთი მაგრები ხართ რომ ქუჩაში გავარდნა რევოლუციები გინდათ, ნახევარი მილიონი ამომრჩევლისთვის სახეში შეფურთხების ფასად გადით – არავინ გიშლით, ვინც გინდათ დაიყენეთ წინ და გაყევით.
ოთხი წელია არ დამისვენია და უცებ ვიღებთ ოდესიდან ბრძანებას ღვინის ჭიქით (ჩამოვალ ჩამოვალ ჩამოვალ – არ ჩამოვალ შემდეგ), რომ თურმე ჩვენ მიშას გარეშე ნულები ვართ და უნდა ბარიკადებზე დავდგეთ იმიტომ რომ ის ასე თვლის – დადგეს და დავთვალოთ ვინ უფრო ნულია, ჩვენ მიშას გარეშე, თუ მიშა ჩვენს გარეშე. თუ ასე თავხედობთ და დატოლებაზე წავიდა საქმე.