ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის პროპორციული არჩევნების კენჭისყრის წინასწარი შედეგები ყველა უბანზე დათვალა.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, 774 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგებით კვლავ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს 52.45%-ით, მეორე ადგილზეა "ალიანსი საქართველოსთვის" 17.94%, თოფაძე-მრეწველები 6.3%, "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატები" 11.99%, "ეროვნული საბჭო" 8.33%.
აღსანიშნავია, რომ სხვა 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა დედაქალაქის თვითმმართველობის არჩევნებში ერთი პროცენტიც ვერ დააგროვეს.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის და თბილისის მერის არჩევნები 30 მაისს გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატი გიგი უგულავა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს.