კუვეიტში გაიმართა პირველი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კუვეიტის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი.
კონსულტაციების მიმდინარეობისას მხარეებმა გამიხილეს ორმხრივ ურთიერთობათა ფართო სპექტრი, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და კონკრეტული მიმართულებები, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონულ სარბიელზე მიმდინარე პროცესები.
ორმხრივი კონსულტაციების დასრულების შემდეგ ალექსანდრე ნალბანდოვმა და მისმა კუვეიტელმა კოლეგამ ხალიდ სულეიმან ალ-ჯარალამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის დაარსების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კუვეიტის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კუვეიტის პარლამენტის სპიკერთან ჯასემ ალ-ხარაფისთან და არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური მენეჯერის მოადგილე ჰიშამ ალ-ვაკაიანთან.