შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ ცალკეულ ინციდენტებს, - განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ საქართველოს პოლიტიკა გადაიყვანოს ახალ, თანამედროვე საფეხურზე.
"ჩვენ დავასრულეთ ძალადობა, დავასრულეთ ქვების სროლა, ხელკეტებით დევნა. ჩვენ გვაქვს ამბიცია და პრეტენზია, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ თანამედროვე საფეხურზე“,-აღნიშნა კალაძემ. მისვე თქმით, „ქართული ოცნება“ მრავალპარტიულ პარლამენტს მიესალმება, თუმცა მოსახლეობის გადასაწყვეტია, ვინ იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში.
„ჩვენ ვუსურვებდით, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, თუმცა ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება წარმოდგენილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დაველოდოთ 8 ოქტომბერს. შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება რაიმე განცხადების გაკეთება, თუმცა ჩვენი გუნდის პოზიცია არის ის, რომ თუ იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, ეს იქნება მისასალმებელი", - განაცხადა კახი კალაძემ.