საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის 1-ელი საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება გახსნა. ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი შენობა აშენდა. ასევე მოეწყო, სპორტული მოედნები, სკვერები, სამედიცინო დაწესებულება. ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, მაღაზია. ამასთან, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში იგიგემბა რამდენიმე ობიექტის გახსნა რომლის მშენებლობაშიც პატიმრები მიიღებენ მონაწილეობას და ხელფასსაც აიღებენ.
მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის ძველი კოლონია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის იყო ანტისანიტარიის, განუკითხაობისა და უკანონობის კერა საქართველოში. დღეს კი ვითარება დადებითისკენ შეიცვალა.
"როცა აქ ადრე შემოვდიოდი იდგა კატასროფული კანალიზაციის სუნი, მაშინ ყველას ერთ ბარაკში ეძინა. ქურდები მართავდნენ ყველაფერს. საჭმელი არ იყო. ყველაფერი შემოდიოდა გარედან და აქედან იმართებოდა ქურდული სამყარო საქართველოში. აქედან ხდებოდა ე.წ. "ვაზვრატები" მოპარულ მანქანებზე, აქედან ხდებოდა რეკეტი. ერთი სიტყვით, ეს იყო ანტისანიტარიის, განუკითხაობის და უკანონობის კერა საქართველოში. მე სულ არ მიხარია საქართველოში ციხეების აშენება და ბევრად უფრო დიდი სიხარულით ფულს დავხარჯავდი სკოლებზე, საავადმყოფოებზე, შადრევნებზე, მაგრამ თუ კარგი სახელმწიფოა, იქ ციხეები აუცილებელია. ჩვენი ბავშვები და საზოგადოება კარგად უნდა იყოს დაცული. მთავარი, რასაც მივაღწიეთ არის ის, რომ აქ არის ისეთივე კვება, როგორიც არის შეიარაღებუ;ლ ძალებში. ადრე კი პატიმრებს გარედან ინახავდნენ", -განაცხადა სააკაშვილმა.