ცენტრალური საარჩევნო კომისიის კენჭისყრის წინასწარი შედეგებით თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 14 მანდატით შევა.
წინასაწარი მონაცემებით, დედაქალაქის საკრებულოში მანდატები პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 14 მანდატი, "ალიანსი საქართველოსთვის" - 5, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 3, "ეროვნული საბჭო" -2 და "თოფაძე მრეწველები" 1 მანდატი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ათივე ოლქში მაჟორიტარული არჩევნები "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარმა კანდიდატებმა მოიგეს.