დეპუტატ გივი თარაგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული საქმის კვალიფიკაცია შეიცვლება.
„გამოძიება სულ ორი დღეა რაც დაიწყო, აქედან გამომდინარე, თუ კვალიფიკაცია იქნა შესაცველი შეიცვლება, თუ არ იქნა შესაცვლელი, არ შეუცვლება. დღეს ძალიან ადრეა ვისაუბროთ რაიმე ტიპის ვერსიებზე, თუ რა არის მომხდარი სინამდვილეში. ნუ იჩქარებთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და თუ კცალიფიკაცია იქნა შესაცვლელი, რა თქმა უნდა მას შეცვლის შესაბამისი ორგანო“,- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.