მასშტაბური საპროტესტო აქცია თურქეთში. სტამბოლის ცენტრში ამჯერად ჟურნალისტები სეიკრიბნენ. მედიის წარმომადგენლებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ტელეკომპანია და რადიო დაიხურება. დემონსტრანტებმა აქცია პროქურთულ ტელეკომპანია IMC -ის შენობასთანაც გამართეს. შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში 23-მა მედია საშუალებამ შეწყვიტა მუშაობა, უახლოეს ხანებში კი მთავრობა კიდევ 15-ის დახურვას აპირებს.