ინტერნეტ კომპანია „იაჰუ“ ხმაურიან სკანდალში გაეხვა. გაირკვა, რომ კომპანია შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მოთხოვნით თითქმის ყველა მომხმარენლის ელექტრონულ მიმოწერას აკონტროლებდა. სააგენტო როიტერის ცნობით, “იაჰუმ” ამერიკული დაზვერვისგან მიღებული საიდუმლო დირექტივის შემდეგ წერილების ანალიზისთვის ახალი სისტემაც შექმნა. სააგენტო ახლა იმის დადგენას ცდილობს, ჰქონდათ თუ არა ანალოგიური დირექტივა სხვა ინტერნეტ კომპენიებს.