რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შეყვანის ფაქტი დაადასტურა. შოიგუს უწყების განმარტებით, სირიაში „ეს 300“ ტიპის სისტემები თავდაცვითი მიზნით განთავსდა. მოსკოვის განმარტება მიუღებელია შეერთებული შტატებისთვის. ვაშინგტონში უკვე განაცხადეს, რომ რუსეთის სამიზნე კოალიციის ავიაციაა, რადგანაც არც ისლამურ სახელმწიფოს და არც ნუსრას ფრონტს ავიაცია არ აქვს.