"ალიანსი საქართველოსთვის" უკვე ყოფილმა თანათავმჯომარე სოზარ სუბარმა ბლოკის რიგები დატოვა.
მისი თქმით, მან "ალიანსი" პრაქტიკულად მაშინ დატოვა, როცა საკრებულოს თავმჯდმარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა არ დააყენა.
"ალიანსი პრაქტიკულად დავტოვე მაშინ, როცა უარი ვთქვი კენჭისყრაზე, არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა ეს "ალიანსში" არ გამიმჟღავნებია, რადგან არ მინდოდა ზიანი მიმეყენებინა საარჩევნო პროცესებისათვის და ზოგადად ოპოზიციისათვის", - აღნიშნა სუბარმა.
სოზარ სუბარმა "ალიანსის" დატოვების მიზეზებიც ახსნა და განაცხადა, რომ ბლოკიდან წასვლის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დაინახა, რომ "ალიანსი" გამარჯვებისთვის არ იბრძოდა.
"დავტოვე იმიტომ, რომ "ალიანსში" ჩემი მისვლის მიზეზი იყო ის, რომ ამ ქვეყანაში მართლა უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. როცა ხედავ გამერჯვებისთვის არ ირძვიან და მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, ჩემს ადგილს იქ ვერ ვხედავდი. თუნდაც ის გამარჯვების ფორმულა, რომელიც მე დავდე, ამას რომ გულით მოჰკიდებოდა, როგორც "ალიანსი" ისე სხვა ოპოზიციური პარტიები გამარჯვება შესაძლებელი იყო", - განაცხადა სუბარმა.