ცოტა ხნის წინ დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. ცნობილია, რომ დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ აფეთქების უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იდგეს.
"სხვა ადამიანები უფრო სერიოზულად არიან დაშავებული და მინდა, რომ გამოჯანმრთელდნენ. იმ დროში გვაბრუნებს ივანიშვილი, სადაც არ გვიკვირდა ასეთი ამბები. ეს არ არის იმათი პრობლემა, ვის წინააღმდეგაც იყო მიმართული ეს ყველაფერი. ყველამ კარგად იცის, რომ გივი თარგამაძეს პოლიტიკურად დაპირისპირება სუს-თან და გოგაშვილთან ჰქონდა. ეს ფაქტია. ეჭვმიტანილი კი არა, ბრალდებული და განაჩენგამოტანილია ივანიშვილი და მისი გუნდი. სუს აქციეს საკუთარ მარიონეტად. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ რამდენიმე დღეში ამ უფსკრულისკენ მიმავალი გზიდან ქვეყანა უნდა გადმოვიყვანოთ განვითარების გზაზე," - განცხადა გიგა ბოკერიამ.