ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი ერთმანეთს იერუსალიმში შეხვდნენ. ამის შესახებ გამოცემა „სანი“ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, შიმონ პერესის დაკრძალვაზე ჩასული პოლიტიკოსები სასტუმრო „მეფე დავიდში“ დაბინავდნენ. სასტუმროს აივანზე მათ ვისკი მიირთვეს და ბრექსითის შესახებ გულახდილად ისაუბრეს. ქემერონსა და ჯონსონს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლონდონის ყოფილმა მერმა ევროკავშირიდან გასვლის კამპანიას დაუჭირა მხარი.