კიდევ ერთი სამარცხვინო ჩანაწერი მოვისმინეთ მამუკა ახვლედიანთან, რომელიც გვარამიას მიერვე იქნა გაკეთებული და ამას თავადაც აღიარებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, შემაშფოთებელია საუბრის შინაარსი, სადაც პირდაპირ ჩანს ქრთამის შეთავაზება კონკრეტული პირისთვის - თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გადადგეს და იტყვის, რომ თითქოს შანტაჟის გამო გადადგა.
„ვფიქრობ, რომ ამაში სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ. ზოგადად, ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, აშკარად ჩანს ამ ადამიანების ფსიქიკური აშლილობა, რადგანაც ირკვევა, რომ მიდრეკილება ჰქონდათ და აქვთ, განეხორციელებინათ ფარული ჩანაწერები. ამას დღესაც არ ეშვებიან, წარსულში არიან ჩარჩენილი და ისევ ძველი მეთოდებით აგრძელებენ საქმიანობას“, - აღნიშნა კახი კალაძემ.