ბარაქ ობამას ფილიპინელი კოლეგის რისხვა თავს კიდევ ერთხელ დაატყდა. როდრიგო დუტერტემ თეთრი სახლის ლიდერი „ეშმაკთან გაუშვა.“
„ეშმაკთანაც წასულა ამერიკის პრეზიდენტიც და მასთან ერთად ევროკავშირიც. ვურჩევ ბრიუსელს, განსაწმენდად სხვა ადგილი ეძებოს, რადგანაც ჯოჯოხეთი, სადაც ყოფნას იმსახურებენ, უკვე სავსეა,“-განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა.
დუტერტე ვაშინგტონისა და ბრიუსელის კრიტიკამ წყობიდან ადრეც არაერთგზის გამოიყვანა. გასულ თვეს მან ობამას „ძუკნის შვილი“ უწოდა, რის გამოც ბოდიში მოიხადა.
ფილიპინების პრეზიდენტს დასავლეთი ადამიანის უფლებათა შელახვაში და ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაში ადანაშაულებს. 1 ივლისიდან დღემდე ფილიპინებში ნარკომაფიასთან ბრძოლის ოპერაციას 3,6 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.