იმედია მამუკა ახვლედიანის მსგავსად, ნიკა გვარამიას გავლენის ქვეშ არ მოექცევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრუსას.
კობახიძის შეფასებით, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის შინაარსი შემაშფოთებელია.
„ჩანაწერში აშკარად ჩანს, თუ რა დამოკიდებულებაა „რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ სახესა და მოსამართლეს შორის. აქ საუბარია საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე. აქ პირდაპირ ჩანს, რომ არის ერთგვარი ბატონყმური დამოკიდებულება ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს შორის. განსაკუთრებით შემაშფოთებელი არის ის რომ, როგორც თავად გვარამიამ განაცხადა, ეს საუბარი ჩაწერილ იქნა ზუსტად მაშინ, როდესაც საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა სწორედ „რუსთავი 2“-ის საქმე. გარდა ამისა გვარამია პირდაპირ პირდება მატერიალურ სარგებელს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ანუ იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც განიხილავდა „რუსთავი 2“-ის საქმეს”, - აღნიშნა კობახიძე.
როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, იკვეთება ეჭვი ქრთამის გადაცემის თაობაზე, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული,