“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ქადაგიძე ვაზისუბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
„2012 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა ქვეყნის განვითარების და თავისუფლების სასარგებლოდ. "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" არის ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი მონაპოვარი არის სიტყვის თავისუფლება, ხოლო მთავარი ღირებულება ადამიანია. ჩვენი პრიორიტეტია თავისუფლება, სწრაფი განვითარება, სოციალური კეთილდღეობა, ახალგაზრდების ღირსეული განვითარებისთვის და წინსვლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა. ჩვენი გუნდი კვლავ იღებს პასუხისმგებლობას, რომ საქართველო იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. ამ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. 8 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. მე მჯერა თქვენი და ვიცი, რომ მხარს დაუჭერთ თავისუფლებას, კეთილდღეობას, ქვეყნის ნათელ მომავალს და სწრაფ განვითარებას.“ განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
შეხვედრას ესწრებოდა დედაქალაქის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე, რომელმაც კანდიდატებს წარმატებები უსურვა და მოსახლეობას მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.