არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთის ძალოვან სტრუქტურებში საკადრო წმენდა გრძელდება. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, სამსახურიდან 13 ათასამდე პოლიციელი დაითხოვეს. ისინი ანკარის მიერ გადატრიალების ორგანიზებაში ბრალდებულ ფეტულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ცნობილი ხდება ისიც, რომ პრეზიდენტ ერდოგანის განკარგულებით თურქეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ 3 თვით გაგრძელდა.